გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD24-233) და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG) ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

კონფერენცია გაიმართება 2025 წლის 29-30 ოქტომბერს საქართველოში, ქ. თბილისში.

კონფერენციის მიზანია  გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და მოლდოვის  მეცნიერებს  შორის.

პარტნიორი ორგანიზაცია:  https://biotech2025.usm.md/

კონფერენცია განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს არატრადიციული მებაღეობის კულტურის – მინი-კივის (Actinidia arguta Planch) სამეცნიერო-კომერციული გამოყენების შესაძლებლობებზე კლიმატის ცვლილების კონტექსტში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან აგრობიოტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით მებაღეობის სექტორის  მდგრადობის გაძლიერებით.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა მოიცავს მინი–კივის კულტურის კვლევის შემდეგ ასპექტებს:

  • ბიოლოგია, სელექცია და ჯიშების შესწავლა

  • ბიოტექნოლოგიური საშუალებები და მიდგომები

  • ინ-ვიტრო გამრავლების მეთოდები და ხერხები

  • კლიმატის ცვლილება

  • მოყვანა და აგრონომია

  • მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

  • შენახვა და გადამუშავება

  • ეკონომიკური და მარკეტინგული მიდგომები

მონაწილეობის პირობები და ვადები:

  • რეგისტრაცია – უფასოა

  • თეზისებისა და სტატიების წარდგენის ვადა: 2025 წლის 20 სექტემბერი

  • თეზისების და სტატიების მოთხოვნები: იხ. ბმული

  • სტატიების სრული ვერსიის წარდგენის ვადა: 2025 წლის 10 ოქტომბერი

  • მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

  • კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ელექტრონული სახით

კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტი:

  • ელენე მაღლაკელიძე – ს.მ აკადემიური დოქტორი

  • ლარისა ანდრონიკი – ს.მ აკადემიური დოქტორი
  • ზვიად ბობოქაშვილი – ს.მ დოქტორი

  • ტატიანა კალუგარუ-შპატარუ – ს.მ დოქტორი

  • სვეტლანა სმერეა – ს.მ დოქტორი

  • ნინო ჩიხრაძე – მაგისტრი

საკონტაქტო ინფორმაცია:

თუ გაქვთ შეკითხვები ან გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

თუ გაქვთ შეკითხვები ან გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: